საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგასაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორან ფაბიუსი თანამდებობიდან გადადგა – ამის შესახებ “როიტერსი” წერს. მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ ეს მისი მონაწილეობით ბოლო ღონისძიებაა.

ვარაუდობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღის ბოლომდე ფაბიუსს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარედ დაასახელებს, რომელსაც 2007 წლიდან ჟან ლუი დებრე ხელმძღვანელობს. სააგენტოს ცნობით, მინისტრის გადადგომა მთავრობაში რიგ გადაადგილებებს გამოიწვევს.
ფაბიუსი საგარეო უწყებას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. პოლიტიკოსი “მეხუთე რესპუბლიკის” ისტორიაში ცნობილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. ის მთავრობის მეთაური 37 წლის ასაკში 1984 წელს გახდა. ფაბიუსი სოციალისტური პარტიის წევრია.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4816 ლარი გახდა
შემდეგი სტატია(video) გაგრაში სენაკის მკვირდი დაააკვეს