“საკუთარ სინდისთან მართალი ვარ” – რას ამბობს მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე?

news
: news დეკემბერი 7, 2015 12:27

“საკუთარ სინდისთან მართალი ვარ” – რას ამბობს მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მიიჩვენს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უზენაეს სასამართლოში ყოფნის დროს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირა.
ამის შესახებ მურუსიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილებაც განმარტა.

„კანონიერი გადაწყვეტილება გამოვიტანე, თუმცა კანონიერსა და სამართლიანს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც უზენაესში საქმე შემოვიდა, დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული. შესაბამისად, ორი ვარიანტი გვქონდა – ან ეს პირები გაგვემართლებინა, ან გადაწყვეტილება ძალაში დაგვეტოვებინა. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმე ხელახალ გამოძიებაში დაებრუნებინა. თანაც ამ პერიოდში კანონში განხორციელდა ცვლილება, თუ პირის ტანსაცმლის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება და ის დაზიანდა, ეს არ ითვლებოდა მნიშვნელოვან დანაკარგად. სწორედ ამიტომ მსჯავრდადებულებისთვის აღნიშნული მუხლი უნდა მოგვეხსნა, შედეგად ოთხივე პიროვნებას პატიმრობა ექვსი თვით შეუმცირდა. იმის გამო, რომ საზოგადოება განსხვავებულად ფიქრობდა, კანონიერი გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო?! თუ პირველი ინსტანციის გადაწ­ყვეტილება არასწორადაა გასაჩივრებული, უზენაეს სასამართლოს მისი შეცვლის უფლება არა აქვს. თუ ნებისმიერი იურისტი მეტყვის, რომ საკასაციო ინსტანციას ჰქონდა დაზარალებულის ადვოკატის საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ბოდიშს მოვიხდი, სასამართლო სისტემიდან წავალ და საჯარო სივრცეში საერთოდ არ გამოვჩნდები“, – განაცხადა მურუსიძემ.

ასევე კანონიერს უწოდებს მურუსიძე უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის გათავისუფლებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მის მიერ პასუხისგებაში მიცემული ადამიანი უდანაშაულო აღმოჩენილიყოს.

„საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. მოსამართლემ თუ იმაზე იფიქრა, საზოგადოებისთვის მისაღები გადაწყვეტილება გამოიტანოს, ის მოსამართლედ ვერასოდეს შედგება“, – განაცხადა მურუსიძემ.

news
: news დეკემბერი 7, 2015 12:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics