სააკაშვილი კლიჩკოს ჯიხურებს სთხოვს

სააკაშვილი კლიჩკოს ჯიხურებს სთხოვს

სააკაშვილი კლიჩკოს ჯიხურებს სთხოვსოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, კონფლიქტის ზონაში უკრაინელი ძალოვანების ბლოკპოსტების ჯიხურებით მომარაგება გადაწყვიტა.
“მე დავურეკე კლიჩკოს და მან მითხრა, რომ შეუძლია რამდენიმე ჯიხური გამომიგზავნოს, რომ ჯარისკაცები ცელოფნის პარკებში მაინც არ იყვნენ გახვეული” – განაცხადა სააკაშვილმა ოდესაში კონფერენცია “ღია საბაჟო სივრცე”-ის მსვლელობისას.
სააკაშვილის თქმით, კიევის ქალაქის ხელმძღვანელი მის წინადადებას დადებითად გამოეხმაურა.
ოდესის გუბერნატორის თქმით, კონფლიქტის ზონაში მდებარე ბლოკპოსტები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ის მეომრებს დაეხმარება ყველაფრით, რითიც შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიუელსში მიგრანტებს წითელ ბრასლეტებს უკეთებენ
შემდეგი სტატიატაილანდის ავიაკომპანია თოჯინებს მოემსახურება