“სააკაშვილი არ არის მაღალი რანგის შეხვედრის თემა”- უკრაინის ელჩი საქართველოში

უკრაინის ელჩის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის პრემიერების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის თემა არ განიხილება, იგორ დოლგოვის თქმით სააკაშვილი კერძო პირია და მისი საკითხი მაღალი რანგის შეხვესრის თემა ვერ იქნება:

„ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების განხილვის საგანი. მიხეილ სააკაშვილი კერძო პირია ახლა უკრაინაში, ასე რომ, ეს საკითხი ვერ იქნება მაღალი რანგის შეხვედრის თემა.

სააკაშვილის შემთხვევა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი არც უკრაინაში და არც საქართველოში. თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, გთხოვთ, მას პირადად დაუსვათ.

სააკაშვილი უკრაინაში განაგრძობს ცხოვრებას და პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომელიც გულწრფელად რომ გითხრათ, არ არის პოპულარული.” – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

banner
წინა სტატიაშიარ ყოფილა გაცვლა, გათავისუფლდა – ქეთევან ციხელაშვილი გიორგი გიუნაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატიასაქართველო- უკრაინას შორის მიმოსვლა, შესაძლოა, მხოლოდ ID ბარათების გამოყენებით იყოს შესაძლებელი