არ ყოფილა გაცვლა, გათავისუფლდა – ქეთევან ციხელაშვილი გიორგი გიუნაშვილის საქმეზე

„არ ყოფილა გაცვლა, გათავისუფლდა,“ – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

„ახლა გაცვლაზე არ არის საუბარი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის მთლიანად ამ პროცესის ნაწილი… წინა შემთხვევებშიც, აფხაზური მხარე ძალიან აქტიურად მუშაობდა და ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთ მათი პოზიტიური როლი პროცესში,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით,

გიუნაშვილი უკანასკნელ აფხაზ მეომარში გადაცვალეს, რომელიც ქართულ ციხეში იჯდა. გიუნაშვილი ცხინვალის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, გუშინ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშითბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
შემდეგი სტატია“სააკაშვილი არ არის მაღალი რანგის შეხვედრის თემა”- უკრაინის ელჩი საქართველოში