ხანძარი იყო რუსთავში. ცეცხლი ძველი სასტუმროს ბოლო სართულზე გაჩნდა.გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.