რუმინეთში „ვეფხისტყაოსნის“ რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით „ვეფხისტყაოსნის“ რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია ბუქარესტში მიმდინარე ყოველწლიური წიგნის ფესტივალის “Bookfest”-ის ფარგლებში გაიმართა.

გამოცემა რუმინელ მკითხველს წარუდგინეს რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ, რუმინეთში მოღვაწე ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა ზაირა სამხარაძე-კალჩიუმ და გამომცემლობა „ePublishers“-ის დირექტორმა, პროფესორმა ვასილე პოენარუმ.

გამოცემაში გამოყენებულია “წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები (XVII-XVIII საუკუნეები), რომლებიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა სპეციალურად ამ გამოცემას მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ რუმინეთში პირველად 1956 წელს გამოიცა და ნაწარმოების პირველი თარგმანი თარგმანი გამოჩენილ რუმინელ მწერალსა და მთარგმნელს ვიქტორ კერნბახს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა პოროშენკოს რეიტინგით გადაასწრო
შემდეგი სტატია(foto) ზუგდიდი დილით