რომან გოცირიძე: ბავშვთა სამყაროს დირექტორის დაპატიმრება არის პოლიტიკური ზეწოლის გამოვლინება

“ბავშვთა სამყაროს დირექტორის დაპატიმრება არის მთავრობის მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის კიდევ ერთი გამოვლინება.
რატომ იყო აუცილებელი წინასწარი პატიმრობის გამოყენება, სანამ სასამართო არ გამოიტანდა განაჩენს? უკვე ნათელია, რომ ეს განაჩენი გამატყუვნებელი იქნება.ხელისუფლება ყველა მსგავს შემთხვევაში იქცევა ერთი და იგივე სცენარით: საკენკს უყრის დაზარალებულებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახლა მაინც არ წამოეგებიან ამ სატყუარაზე”-ასე ეხმაურება  საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ბავშვთა სამყაროს” დირექტორს გიორგი მაჭავარიანის დაკავების ფაქტს.

 


შეგახსენებ, რომ “ბავშვთა სამყაროს” დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი წარედგინა. მაჭავარიანის ინტერესების დამცველი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ იცნობს. მოსიაშვილის თქმით, ბრალი წარედგინა ასევე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს.

სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე – “სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გ.მ., ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ. 27 ივლისს დააკავეს.

თბილისში სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ 31 იანვარს გამთენიისას დაიწვა. შედეგად, მთლიანად განადგურდა შენობაში დასაწყობებული საქონელი და ათობით მოვაჭრე გაკოტრდა. დაზარალებულებმა მერიისგან 3 000 ლარის ოდენობის ერთჯერადი კომპენსაცია მიიღეს, თუმცა არ წყვეტენ აქციებს დამატებითი კომპენსაციის მოთხოვნით.

banner
წინა სტატიაშიბავშვთა სამყაროს” დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინიციატივით გამოდის