ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინიციატივით გამოდის. განცხადება პიატრას აუშ ტრიავი ჩუსმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ლიტვის მეგობარი პოლიტიკოსისთვის დახმარების გაწევა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ვალდას ადამკუსს შეუძლია.

ევროდეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ლიტვაში პოლიტიკურ ანალიტიკური ცენტრს უნდა უხელმძღვანელოს და ლიტვის ინტერესები ევროპაში წარადგინოს.

სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებს კარლ ბილდტი. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელიც პეტრო პოროშენკოს მრჩეველია, Twitter-ში წერს, “პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა – ეს ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება”.

მწვავე განცხადებით გამოეხმაურა მიხელ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას ნადეჟდა სავჩენკოც. რადას დეპუტატი პოროშენკოს გადაწყვეტილებას, დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და წერს, რომ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს სერიოზული საერთაშორისო შედეგი მოყვება, რაც უკრაინას ძვირად დაუჯდება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ბავშვთა სამყაროს დირექტორის დაპატიმრება არის პოლიტიკური ზეწოლის გამოვლინება
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება