ბავშვთა სამყაროს” დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი წარედგინა

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი წარედგინა. მაჭავარიანის ინტერესების დამცველი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ იცნობს. მოსიაშვილის თქმით, ბრალი წარედგინა ასევე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს.

სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე – “სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გ.მ., ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ. 27 ივლისს დააკავეს.

თბილისში სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ 31 იანვარს გამთენიისას დაიწვა. შედეგად, მთლიანად განადგურდა შენობაში დასაწყობებული საქონელი და ათობით მოვაჭრე გაკოტრდა. დაზარალებულებმა მერიისგან 3 000 ლარის ოდენობის ერთჯერადი კომპენსაცია მიიღეს, თუმცა არ წყვეტენ აქციებს დამატებითი კომპენსაციის მოთხოვნით.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ზღვაში ბანაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ბავშვთა სამყაროს დირექტორის დაპატიმრება არის პოლიტიკური ზეწოლის გამოვლინება