“რესპუბლიკური პარტია” დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო რესპუბლიკურ პარტია შეშფოთებას გამოთქვამს. პოლიტიკური მოძრაობის მიერ გავრცეებულ განცხადებაში ნათქვამია:

“ქვეყანაში არსებული შანტაჟის სისტემა კიდევ უფრო მძალავრად იკიდებს ფეხს და საზოგადოება ვერ ხედავს ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებას. დღეს უკვე, საქმეში მოწმის სახით დაკითხული ადამიანი აგრძელებს გარდაცვლილის დედის, ნონა ჯოჯუას, შანტაჟს, დაშინებას. მიუხედავად იმისა, რომ ნონა ჯოჯუას სახლში მისული მოწმე დაკავებულია, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სამართალდამცავი ორგანოების და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა საკმარისად ჩაითვალოს. თავად დაკავებულიც მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, არის სამართალდამცავი ორგანოების მსხვერპლი.” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 2016 წელსვე მიიღებენ-იოჰანეს ჰანი
შემდეგი სტატიაპატრიოტთა ალიანსი“ დიმიტრი ხუნდაძეს სიცრუეში ამხელს