საქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 2016 წელსვე მიიღებენ-იოჰანეს ჰანი

საქართველო და უკრაინა ვიზა ლიბერალიზაციას 2016 წელსვე მიიღებენ. განცხადება ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოვებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გააკეთა. ბრატისლავაში ევროკავშირის წევრები ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად იოჰანეს ჰანმა ინტერვიუ რადიო თავისუფლებას მისცა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტშიც და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორისაც ამ წელს მიიღებენ.

საკუთარ წყაროზე დაყრდნობით რადიო თავისუფლება იმასაც წერს, რომ ეს სავარაუდოდ ოქტომბერ-ნოემბერში მოხდება და საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრებას უკვე ზამთრიდან შეძლებენ.

ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ხვალ კენჭისყრა ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტშია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიდედა ტერეზას დღეს წმინდანად შერაცხავენ
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტია” დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს