პატრიოტთა ალიანსი“ დიმიტრი ხუნდაძეს სიცრუეში ამხელს

„ვაჟა თათარაშვილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დიდი ხანია აღარ არის, ის პარტიიდან გავრიცხეთ!“ – ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „დავით დართხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მცხეთის რაიონული ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მცხეთის საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც დღეს მას გაემიჯნენ, „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან.
„ბატონი დიმიტრი, როგორც ყოველთვის, ახლაც ცრუობს და ცდილობს, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს. არადა, სიმართლე მთელმა მცხეთის რაიონმა იცის და ხალხისთვის ისიც ცნობილია, რომ იგივე ვაჟა თათარაშვილი, რომელიც საკრებულოს წევრი მართლაც, „პატრიოტთა ალიანსიის“ სიით გახდა, ჩვენი პარტიიდან დიდი ხნის წინ გავრიცხეთ და მას შემდეგ ბატონი ხუნდაძის ბიუროს ხშირი სტუმარი იყო. კატეგორიულად ვაცხადებ: ბატონი თათარაშვილი „პატროტთა ალიანსის“ წევრი აღარ არის და არც ჩემი შტაბის ქტივისტია!
ბატონ დიმიტრის კი ვურჩევ, მტრების გარეთ ძებნას თავი დაანებოს და ისინი საკუთარ გუნდში, ანუ „ოცნებაში“ეძებოს, რადგან ასეთი მარტივი მეთოდებით ხალხს ვეღარ მოატყუებს!“ – ნათქვამია პოლიტიკური გაერთიანება „დავით დართხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მცხეთის რაიონის მაჟრიტარობის კანდიდატის, კონსტანტინე მორგოშიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია” დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადემურ სტურუას ოჯახი სამართალდამცველებს ორკვირიან ვადას აძლევს