“რაც ნაკლებს მოიტყუება თავდაცვის სამინისტრო, კარგია” – გია ბარამიძე “კრწანისის” ინციდენტზე საუბრობს

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

პოლიტიკოსები კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დროულად დასრულებას ელოდებიან. უმრავლესობის აზრით, კარგი იქნება თუ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან, რადგან არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და თავდაცვის სამინისტრო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

“კარგი იქნება თუ ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები იმიტომ, რომ საზოგადოებამ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ იმ ოჯახზე, რომლებსაც არც ერთ კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეთ. ამდენად ეს დანაშაულთან არის კავშირში, ამასთან დაკავშირებით მე არ მგონია, რომ კომპეტენცია აკლია თავდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრს, რომ ამ საკითხს სწორი და ადეკვატური პასუხი გასცეს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამოძიების შედეგებს ელოდება ოპოზიცია, რომელსაც მომხდართან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. მათ შორის რატომ არის დამცავი ღობე დაბალი და რატომ ახერხებენ უცხო პირები იქ გადასვლას.

„რატომ არის მეტრანახევრიანი ღობით შემოფარგლული აქამდე. ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ არის იქ სერიოზული დამცავი ჯებირი, თავისი კამერებით, განათებით და შესაბამისი უზრუნველყოფით, რომ ასე ჩვეულებრივად ახლობლის სანახავად მოსულმა ადამიანმა ვერ მოახერხოს გადაძრომა გადმოძრომა. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ როგორც ჩანს ამ ახალგაზრდას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი და იმასაც ამბობენ, რომ საერთოდ პერიმეტრის გარეთ ხდებოდა. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვა დაიბადა უკვე და რაც ნაკლებს მოიტყუება თავდაცვის სამინისტრო, კარგია,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გზებზე შეზღუდვები ამ დრომდე შენარჩუნებულია
შემდეგი სტატიაუხვ ნალექს გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა