რა იქნება განათლების ახალი მინისტრის მთავარი პრიორიტეტი – მიხეილ ჩხენკელის პირველი კომენტარი

განათლების მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ჩხენკელიმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
​”პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. მთელს ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას მოვახმარ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც განათლებისა და მეცნიერების განვითარება ჰქვია. გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერთან, ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე, კონკრეტულად, მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლებას და მასზე ზრუნვას უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს და ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი იქნება მეცნიერებაზე ზრუნვა. ამასთან მინდა გამოვყო, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, ძალიან კარგი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა, ყველა იმ პირობის შექმნა, რომ მათი პოტენციალის რეალიზება მოხდეს”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების მინისტრის პოსტზე დასახელებული ჩხენკელი აღნიშნავს, რომ მისი წინამორბედის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

“ბატონი ალექსანდრე რჩება გუნდში, კონკრეტული გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს”- აღნიშნა მან.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჩხენკელის თქმით ის კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე უახლეს პერიოდში ისაუბრებს

banner
წინა სტატიაშირა ცვლილებებს გეგმავს მამუკა ბახტაძე ფინანსთა უწყებაში – მინისტრობის კანდიდატის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიამართვის სისტემის რაციონალიზაციას, ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლება-კობახიძე სამთავრობო ცვლილებებს აფასებს