“ქართულმა ოცნებამ” შექმნა გარემო, სადაც დანაშაული, ოპონენტებზე თავდასხმა წახალისებულია

news
: news თებერვალი 26, 2016 16:52 განახლებულია

“ქართულმა ოცნებამ” შექმნა გარემო, სადაც დანაშაული, ოპონენტებზე თავდასხმა წახალისებულია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურებიან.
“ესაა შემაძრწუნებელი და მძიმე დანაშაული. ვიმედოვნებ გამოძიება სწრაფად დასრულდება და არ ჩადგება იმ საქმეთა რიცხვში, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხორციელდება და გამოუძიებელი რჩება. ესაა იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ბიძინა ივაშვილმა დაამკვიდრა”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
სერგო რატიანის თქმით კი, ფაქტი შემაშფოთებელია, თუმცა ეს “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი გარემოა.
“როცა მსგავსი ფაქტები ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” შექმნა გარემო, სადაც დანაშაული, ოპონენტებზე თავდასხმა წახალისებულია. ბევრი ასეთი ფაქტი დაგროვდა უკვე ბოლო 3 წლის განმავლობაში”, – აღნიშნა რატიანმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

news
: news თებერვალი 26, 2016 16:52 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics