„ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებისათვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს – მირდატ ქამადაძე

„ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებისათვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს – ამ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრობის სიის პირველი ნომერი აკეთებს. მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სიები წარუდგინა, რომელშიც დაახლოებით 50-ზე მეტი პირი, ერთსა და იმავე მისამართზე, მამია ვარშანიძის მეოთხე ჩიხში არიან მითითებულები.

ოპოზიციური პარტიის წევრის განცხადებით, ამ მისამართზე რეალურად მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს და აღნიშნული პირები სიაში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ხმების მიღების მიზნით არიან შეყვანილი.

“ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ადმინისტრაციას და უწყებათაშორის კომისიას ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს.

„არარსებულ მისამართებზე რეგისტრირებული ჰყავთ ამომრჩევლები. შესაბამისად, გაბერილია საარჩევნო სია, რასაც შემდგომ „ქართული ოცნება“ იყენებს არჩევნების გაყალბებისთვის. ეს არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელიამ და ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გახსნეს
შემდეგი სტატია„არაერთ საქმეზე ქალბატონმა ქალდანმა არ გამოიჩინა პრინციპულობა“-ოპოზიცია ნანუაშვილის სავარაუდო შემცვლელს აკრიტიკებს