რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითგამოცახდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სიტუაციით კმაყოფილია – ამის შესახებ მან დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა. საუბარი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა. “წარმატებებს გისურვებთ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, კონსტიტუციის ფარგლებში” – კრემლში თიბოლოვთან შეხვედრაზე თქვა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიენტო არჩევნები 9 აპრილს არის დაგეგმილი.