პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შეკვეცას არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს

პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი. . საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში, საფრთხეს სასამართლოს დამოუკიდებლობას შეუქმნის.

საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა კონტრასიგნაციასდაექვემდებაროს.

„თუკი პრეზიდენტი ვერ წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის იმ კანდიდატურას, რომელსაც არ ექნება პრემიერმინისტრის მოწონება, არ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ეს არის სასამართლოს გაძლიერებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და ნამდვილად მიზანშეწონილია, რომ პრეზიდენტი, რომელიც არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, წარადგენდეს კანდიდატურებს,“ – განაცხადა ლიკა საჯაიამ.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა სტატუს შეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიადეკანოზის დაკითხვა გრძელდება – „ციანიდის საქმის“ გამომძიებლები “მატროსოვზე” მივიდნენ