პრემიერმინისტრი გია გაჩეჩილაძესთან “მაესტროს” თემის განხილვას უარყოფს

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა მაესტროს თემის განხილვას უარყოფს. მისი განცხადებით, ის მეგობარს, როგორც მაესტროს წილების დავაში მონაწილე მხარეს, არ შეხვედრია. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის თემას არ აკონკრეტებს.

ბოლო რამენიმე დღეა, მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებს განმარტებების გაკეთება უწევთ. ბრალდებების საპასუხოდ ამბობენ, რომ არხის წილების გადანაწილებისა და რეორგანიზაციის პროცესთან ხელისუფლებას საერთო არ აქვს; მრავალფეროვანი მედიაგარემო კი მათი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.

მმართველი კოალიციის არგუმენტები საკმარისი არ არის პოლიტიკური ოპონენტებისთვის. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მაესტროს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, მთავრობის წინასაარჩევნო გეგმების ნაწილია.

პოლიტიკური პარტიების გარდა, მაესტროში განვითარებულ პროცესებს მონიტორინგს სახალხო დამცველიც უწევს. უჩა ნანუაშვილი მრავალფეროვანი მედიაგარემოს მნიშვნელობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ საზოგადოების შეკითხვებს პასუხი პროცესის გამჭვირვალობამ უნდა გასცეს.

banner
წინა სტატიაში“ახალი პროექტების განხორციელების სურვილი არის, მაგრამ მეტი სიჩქარის ნახვას ვისურვებდი”
შემდეგი სტატიასექსუალური კონტრრევოლუცია ანუ, იაპონია სექსის გარეშე