იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი თანამდებოაბს დატოვებს, უფელბამოსილება მთელ მინისტრთა კაბინეტს შეუწყდება. „თაიმერის“ კულუარული ინფორმაციით, პრემიერის პოსტს ჯერ კიდევ მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. საგარეო მინისტრის პოსტზე კი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი იქნება წარდგენილი.
ასევე, კულუარებში ვრცელდება ხმა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში კულტურის მინისტრობა შესაძლოა, დავით ოქიტაშვილს შესთავაზონ.