პოლიციას არ ჰქონდა თანმიმდევრული გეგმა უსაფრთხოების ეფექტური უზრუნველყოფის – არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმის მოვლენებს აფასებენ

დაპირისპირება ბათუმში- არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები”, მომხდარ ძალადობასა გმობს და ხელისუფლებას სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს. როგორც საგანგებო განცხადებაში წერია, უნდა დადგინდეს, რა გახდა საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი. სამართალდამცველებმა მიუკერძოებლად უნდა შეისწავლონ განვითარებული მოვლენები იყო თუ არა მართული.

პოლიციის მუშაობის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობენ “ადამიანის უფლებათა ცენტრში”.

„ჩანდა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების თუ ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან სიტუაციის ესკალაციის მცდელობა და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ არ მოახდინა არაპროპორციული ძალის გამოყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა აჩვენებდა, რომ პოლიციას არ ჰქონდა უსაფრთხოების ეფექტური უზრუნველყოფის ერთიანი და თანმიმდევრული გეგმა,“ – აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში მაოისტებმა 12 პოლიციელი მოკლეს
შემდეგი სტატიაყაჩაღობა სანზონაში – 80 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ