აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისლამური სახელწიფოს რამდენიმე ბოევიკი, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ნოემბრის პარიზის ტერაქტებთან, სირიაში ავიადარტყმების შედეგად განადგურებული არიან.
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის სტივ უორენის განცხადებით, ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს 10 ხელმძღვანელი პირი იქნა განადგურებული. ერთ-ერთი მოკლული არის შარაფ ალ-მუადანი, რომელიც ასევე მოკლულ ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორთან აბდელჰამიდ აბაუდთან პირდაპირ კავშირში იყო – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
“ისლამური სახელმწიფო სანამ განაგრძობს საკუთარ მოქმედებას, აშშ-ს არმია მათ იპოვის და გაანადგურებს” – განაცხადა პოლკოვნიკმა.