ფედერიკა მოგერინი ვიზალიბერალიზაციაზე კომენტარს აკეთებს

მიუხენში უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია სამ საათში გაიხსნება. მას საქართველოს პრემიერმინისტრიც დაესწრება. გიორგი კვირკაშვილი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ფედერიკა მოგერინის, შეხვდება.

„შევხვდები საქართველოს პრემიერმინისტრს, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზალიბერალიზაციას, ყველაფერი კარგად მიდის და პოზიტიურად ვარ განწყობილი,“- განცხადა მოგერინიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პავლო კლიმკინმა განაცხადა, რომ გუშინ ყირიმში უკრაინის 13 მოქალაქე დააკავეს და, მისი თქმით, მინისტრი შეხვედრებს სწორედ ამ საკითხის განხილვით დაიწყებს.

კლიმკინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა მუშაობას აგრძელებენ, რათა სავიზო ლიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე იქნას მიღებული.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე – ხელისუფლებას არ უნდა რომ 2020 წლისთვის ჰქონდეს უკეთესი საარჩევნო გარემო
შემდეგი სტატია“2017 წელს ჩვენ გვექნება მარაბდა–კარწახის ოპერირებადი რკინიგზა”