პარლამენტი ”ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის შესახებ” კანონპროქტზე მუშაობას იწყებს

პარლამენტი ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერენეტის შესახებ კანონპროქტზე მუშაობას იწყებს. ამ საკითხის შემუშავებისა და საკანონმდებლო ბაზის შესწავლის მიზნით ჯანდაცვის კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება.

კანონმდებლების თქმით, ბავშვები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცული იმ რისკებისგან, რაც ინტერნეტის გაუკონტოლებლად მოხმარებას შესაძლოა მოჰყვეს.

გათვალისწინებული იქნება ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნების გამოცდილება.

ჯანდაცვის კომიტეტში დეპუტატები დღესვე სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებას განიხილავენ, რომელიც სილამაზის სალონებში კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ეჭვმიტანილი
შემდეგი სტატიაომბუდსმენის რეკომენდაციების შესახებ ანგარიშს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები აბარებენ