,, ფანრებს ანათებენ შველას ითხოვენ სახლები მოძრაობენ და მდინარემ ხეები წაიღო. კატასტროფა ხდება”

შველას იტხოვენ

katastrofaსოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორომაცია, რომ ვაკე საბურთალოს გადასასვლელ გზასთან ვერეს დასახლებაში, რამდენიმე კერძო სახლი დაიტბორა.

მოქალაქეები წერენ, რომ 3 სართულიანი სახლების მხოლოდ სახურავები ჩანს.

„112 დავრეკეთ, ჯერ დამხმარე რაზმები არ მისულან იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ხმა და დავეხმაროთ, ფანრებს ანათებენ შველას ითხოვენ სახლები მოძრაობენ და მდინარემ ხეები წაიღო. კატასტროფა ხდება“, – წერენ მოქალაქეები.

დედაქალაქში მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დატბორა. ამჟამად სახანძრო და სამაშველო ბრიგადები გასული არიან სხვადასხვა მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია თბილისის დატბორილ ქუჩებში
შემდეგი სტატიაადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა