ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას უარყოფს

ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურა უარყოფს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავებას უარყოფს.

აღნიშნულ ინფორმაციას რადიო “Эхо Кавказа” ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უწყებაში განაცხადეს, რომ რაშიდ კანჯი-ოღლი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოშორებულია და მიმდინარეობს მოკვლევა.

ასევე, ოკუპირებული რეგიონის გენერალურმა პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

პროკურატურის წარმომადგენელთა თქმით, დანაშაული ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა და შესაბამისად, აფხაზურ მხარეს არავითარი არსებითი მტკიცებულებები არ გააჩნია.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყება აპირებს მტკიცებულებების წარმოდგენის საკითხე ქართულ მხარეს მიმართოს.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საგანგებო შეხვედრა გალში 27 მაისს გაიმართება, სადაც მხარეები ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე ისაუბრებენ.

შეხვედრა 4 წლის განმავლობაში პირველად დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები დააჯილდოვა