სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მამამ შვილი სცემა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 27 წლის ქალია.
ქალმა, ცემის გამო, მძიმე დაზიანებები მიიღო. მას სამედიცინო კვლევა თავდაპირველად წნორის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში ჩაუტარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ოჯახში ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამჯერად მოძალადე ფიზიკურად მეუღლესაც გაუსწორდა.
მოძალადე მამაკაცი პოლიციამ დააკავა.