ნუგზარ წიკლაური “რ2”-ის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ პირებს ,,სინდისის პატიმრებს” უწოდებს

news
: news დეკემბერი 9, 2015 14:27 განახლებულია

ნუგზარ წიკლაური “რ2”-ის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ პირებს ,,სინდისის პატიმრებს” უწოდებს

მნიშვნელოვანი

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ პირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან. წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ხელისუფლება ფულს ხარჯავს გარკვეული ჯგუფების დასაქირავებლად, რომლებიც შემდგომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებს არბევენ, ხოლო წარმომადგენლებს შეურაცხყოფას აყენებენ.

სხვა სტატიები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ პირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან. წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ხელისუფლება ფულს ხარჯავს გარკვეული ჯგუფების დასაქირავებლად, რომლებიც შემდგომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებს არბევენ, ხოლო წარმომადგენლებს შეურაცხყოფას აყენებენ.

“კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო “სინდისის პატიმრების” – მირიამ დეისაძის, ნიკა ნარსიას და კახა გაბუნიას საქმეზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები გამოგონილი ბრალდებით არიან დაპატიმრებულები და მათ იმის მეთადეიც კი არ გაუკეთებიათ, რისთვისაც სხვა შემთხვევაში პატიმრობა არ იყო მოთხოვნილი.

საქმე გვაქვს სრულიად აშკარა შერჩევით პატიმრობასთან. ამ შემთხვევაში ეს ადამიანები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმრები, არამედ ისინი, ვინც თავიანთი აზრის გამოხატვის გამო დააპატიმრეს.

მინდა გაგახსენოთ ჩვენი უახლესი პოლიტიკური წარსულის ის ფაქტები, როცა “ქართული ოცნების” დავალებით, სხვადასხვა ჯგუფეი თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, ჩვენს კოლეგებს, ეს იყო სრულიად აშკარა, ამორალური თავდასხმები, თუმცა მათ მიმართ არანაირი ზომები არ გატარებულა. ასეთ ვითარებაში, დეისაძის, გაბუნიასა და დეისაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არის ძალიან მძიმე და ის რამდენიმე წლიან პატიმრობას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ფაქტები მიუთითებს შერჩევით სამართალზე, რის გამოც ევროპარლამენტისა და სხვა საერთაშორისო ტრიბუნებიდან ჩვენს მიმართ მზარდი კრიტიკა ისმის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოდიოზური საქმეებისთვის დიდი თანხები იხარჯება. ასეულობით ადამიანი იქნა მობილიზებული რაიონებში ამ უკეთური მიზნის შესასრულებად, რათა დაენგრიათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ოპოზიციური პარტიის ოფისებისა და წარმომადგენებლისათვის. მაშინ, როდესაც ხელისუფლება თანხებს ვერ პოულობს პენსიის 50 ლარით გაზრდისთვის, ის თანხებს ასეთი ადამიანების დაქირავებისთვის ხარჯავს.” – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

news
: news დეკემბერი 9, 2015 14:27 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics