,,ესაა ფაქტი, რომელიც შევარდნაძის შემდეგ არ გვსმენია”- ხერხეულიძე ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ეკა ხერხეულიძე, გუშინ, თბილისის საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან კონკრეტული პატიმრების შეწყალების სანავცლოდ მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლასა და ქრთამის შეთავაზებაზე ისაუბრა.

“ყველამ მოვისმინეთ თბილისის საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილის განცხადება, სადაც ის სრულიად გაუგონარ ამბავზე საუბრობს და დღეს უკვე პროკურატურაში, კონკრეტულად ასახელებს გვარებს, თუ რომელი მაღალჩინოსანი სთავაზობდა მას კონკრეტული პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას.

ვფიქრობ, ესაა ფაქტი, რომელიც შევარდნაძის ეპოქის შემდეგ არ გვსმენია. ესაა შემაშფოთებელი განცხადება, რადგან როცა ქვეყნისთვის კორუფცია სამარკო ნიშანი ხდება, ეს საყოველთაო განგაშს იმსახურებს. ამის ფონზე, მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოლონ, ვერ ხელისუფლებისგან ვერაფერს ვერ ირწმუნებენ. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ის პირები, რომლებიც მსგავს იძულებას ახორციელებდნენ, აუცილად უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილის თქმით, მან ამის შესახებ პროკურატურას წელიწად-ნახევრის წინ აცნობა, ვაჭრობის ფასმა აიწია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები ცხოვრების ნორმა გახდა.

საგანგაშო იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიტპატიმართა სია გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაკომპლექტდა. ეს ფაქტები არ შეიძლება უგულვებელყოფილი იყოს. თუ პროკურატურა გაჩუმდება, ელისაშვილმა კონკრეტული გვარები საზოგადოებას უნდა უთხრას, რომ ჩვენ იმ წუმპეში არ დავბრუნდეთ, რომელშიც ადამიანის სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს” – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური “რ2”-ის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ პირებს ,,სინდისის პატიმრებს” უწოდებს
შემდეგი სტატიაგაზპრომი და საქართველო – რესპუბლიკური პარტიის წევრი წერილს ასაჯაროებს