,, ნენსკრა ჰესის” წარმომადგენლები ჭუბერში- რა გარანტიებს ითხოვენ ადგილობრივები

news
: news თებერვალი 28, 2016 15:26 განახლებულია

,, ნენსკრა ჰესის” წარმომადგენლები ჭუბერში- რა გარანტიებს ითხოვენ ადგილობრივები

მნიშვნელოვანი

  • შეხვედრაზე გაირკვა, რომ ჭუბერელების ნაწილი ჰესისს მშენებლობას მხარს არ უჭერს, ნიწილი კი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მომხრეა. მოსახლეობა ითხოვს გარანტიას, რომ არ მოხდება მათი გადასახლება, ასევე, მათ სახლებზე არ გავლის 500-კილოვატინი ელექტროგადამცემი ხაზი.

სხვა სტატიები

chuberiaჭუბერის კულტურის სახლში ადგილობრივი მოსახლეობისა და “ნესკრა ჰესის” წარმომადგენელთა შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა. ამის შესახებ შეხვედრაზე მყოფი ,,თაიმერის” კორესპონდენტი იუწყება.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ ჭუბერელების ნაწილი ჰესისს მშენებლობას მხარს არ უჭერს, ნიწილი კი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მომხრეა. მოსახლეობა ითხოვს გარანტიას, რომ არ მოხდება მათი გადასახლება, ასევე, მათ სახლებზე არ გავლის 500-კილოვატინი ელექტროგადამცემი ხაზი.

როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, ეს არ იყო “ნესკრა ჰესის” წარმომადგენლებისა და მოსახლეობის პირველი შეხვედრა, ადგილობრივები იმ სოციალურ კველავას არ ენდობიან, რომელიც ინვესტორმა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, ჭუბერისთვის ეს განვითარებისა და აღმშენებლობის საუკეთესო პროექტი იქნება. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, ,,თავის კარ-მიდამოს არ დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰესის აშენებით ხეობას დატბორვა ემუქრება.რასაკვირველია, გამოქვაბულში ცხოვრებას არავინ აპირებს, მაგრამ ერთ ხეობაში სამი დიდი ჰესის (ენგურის და ორი ახალი ჰესის-ხუდონის და ნენსკრას) მშენებლობა ბალსქვემოური სვანეთის განადგურებას ნიშნავს”.

შეგახსენებთ, რომ ნენსკრას პროექტის მშენებლობა სეზონური რეგულირების, 300 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს. მშენებლობა ორ ფაზად განხორციელდება: თავდაპირველად, მდ. ნენსკრაზე აშენდება 210 მგვტ სიმძლავრის ჰესი და მოეწყობა 130 მ სიმაღლის ქვანაყარი კაშხალი, ასევე 200 მლნ კუბური მეტრის წყლის რეზერვუარი (რეზერვუარის სარკის ფართობი 3.7 კმ2) სოფელ ტიტადან (ჭუბერის თემი) 10 კმ-ში. მეორე ფაზაზე, კი იგეგმება მდ. ნაკრას წყლის 11.8 კმ სიგრძის სადერივაციო გვირაბის საშუალებით მდ. ნენსკრას ხეობაში გადმოგდება და დამატებით 90 მგვტ სიმძლავრის გამომუშავება.

ცნობილია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაც:

პროექტის განხორციელებას მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება როგორც ნაკრის, ისე ნენსკრას ხეობებზე და მდინარეების ეკოსისტემაზე. სვანეთის მაღალმთიანეთში გაიჩეხება 400 ჰა-მდე ხელუხლებელი ტყე და სრულად შეიცვლება არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი. ნენსკრასა და ხუდონზე დაგეგმილი რეზერვუარების ერთობლივი ზემოქმედება, ადგილობრივი კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, გააუარესებს ადამიანთა ჯანმრთელობას და გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ცვლილებას. მნიშვნელოვნად გააქტიურდება პროექტის უშუალო ზემოქმედების არეალში არსებული მყინვარების დნობის პროცესი (5 კმ-ის რადიუსში 2.30 გაიზრდება საშუალო წლიური ტემპერატურა). ამას გარდა, პროექტი ითვალისწინებს 330,000 მ3 გამომუშავებული ქანების განთავსებას პროექტის მიმდებარე ბუნებრივ ხევში და ხევის ფერდობების მცენარეული საფარისაგან სრულად გაწმენდას.

news
: news თებერვალი 28, 2016 15:26 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics