ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღება – დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ ახალგაზრდას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. მათი აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
რაც შეეხება ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გოგებაშვილის ძმას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია, მას უფლებამოსილება დროებით საკუთარი განცხადების საფუძველზე უკვე შეჩერებული აქვს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე იაკობ გოგებაშვილის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო დაბრუნდეს სახელმწიფოში
შემდეგი სტატია73 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან – ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან