“ნაძირალა ხარ…”- დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენელ ცოტნე ანანიძეს შორის

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მიხეილ სააკაშვილი და ცოტნე ანანიძე ერთმანეთს თვითმფრინავით მგზავრობისას შეხვდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცოტნე ანანიძემ მიხელ სააკაშვილს მიმართა და 2011 წლის 26 მაისს მოვლენები და ბათუმში განხორციელებული დაკავებები შეახსენა. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ანანიძემ, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

“ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა გახსოვთ? ჩვენი დაჭერა გახსოვთ? მაშინ კარგად მიხსენებდით… დაჭერები, ციხის ამბები, საქართველოში რაც ხდებოდა არ გახსოვთ? ,”-მიმართა ანანიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ მან ბათუმი ააღორძინა და ანანიძეს ნაძირალა უწოდა.

https://youtu.be/JlUxLRZq2hI

banner
წინა სტატიაშიპაოლო ალი საოკუპაციო ხაზზე: ის, რაც აქ ვნახე, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა
შემდეგი სტატიაასე გამოიყურება იაკობ შანავას სტენდი წალენჯიხაში