მოზარდების მკვლელობის საქმე – მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას 51-ე სკოლის მოსწავლეები ამ წუთებში შეუერთდნენ.
აქცია მთავარ პროკურატურასთან დილიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. 51-ე სკოლის მოსწავლეები ირაკლი შოთაძის გადადგომას მოითხოვენ და სამართლის აღსრულებას.