მკლავებმოჭრილი და შემდეგ ისევ მიკერებული ფორმები საპატრულო პოლიციაში- რას ყვება გიორგი ბაბუნაშვილი?

news
: news სექტემბერი 29, 2015 13:12

მკლავებმოჭრილი და შემდეგ ისევ მიკერებული ფორმები საპატრულო პოლიციაში- რას ყვება გიორგი ბაბუნაშვილი?

ყოფილი პატრულ-ინსპექტორი, გიორგი ბაბუნაშვილი “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში  დღევანდელ და წინა ხელისუფლების შს სამინისტროს შორის სხვაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს პოლიცია არაპროფესიონალებითაა სავსე, შიგნით ყველაფერი მორღვეული და მოშლილია.​

“ახლა დიდი სიამაყით რომ ამბობენ, ეკიპაჟები გავზარდეთო, ისევ ჩვენს ხარჯზე, _ გაზრდილ ეკიპაჟებს ხალხი არ ჰყავდა, ჩვენ გვამუშავებდნენ დამატებით საათებს. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არანაირი ყურადღება, არც ანაზღაურება, არც უბრალო მადლობა, ჩვენივე ხელფასით ვწევდით ყოველგვარ ხარჯს; მერაბიშვილის დროს კი პრემიებიც იყო, სტიმულიც იყო, რომ უკეთესად შეგესრულებინა საკუთარი მოვალეობა. კურიოზული ფაქტი მინდა მოგიყვეთ: ადრე ფორმებს ყოველ სეზონზე გვირიგებდნენ. როცა ფორმები შეგვიცვალეს, გრძელსახელოიანი პერანგები დაგვირიგეს. მოვიდა ზაფხული, დაგვცხა, მოვიკითხეთ ფორმები, მოგვცეს მითითება, რომ მკლავები გადაგვეჭრა და პერანგები მოკლესახელოებიანებად ვაქციეთ. მოვიდა ზამთარი, ველოდებით ახალ ფორმას, მოგვთხოვეს გადაჭრილი მკლავების უკან მიტანა. ეტყობა, ქსოვილი შემოაკლდათ. პოლიცია არაპროფესიონალებითაა სავსე. შიგნით ყველაფერი მორღვეული და მოშლილია”,- აცხადებს ინტერვიუში გიორგი ბაბუნაშვილი.

news
: news სექტემბერი 29, 2015 13:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,744
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics