“მივმართავ პრემიერად წოდებულ კვირიკაშვილს, ნუ იყენებს პატრიარქის ავტორიტეტს ბოროტად, არ დავჯდებით მასთან მოლაპარაკებაზე” – კუპრავა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 1, 2018 21:54

“მივმართავ პრემიერად წოდებულ კვირიკაშვილს, ნუ იყენებს პატრიარქის ავტორიტეტს ბოროტად, არ დავჯდებით მასთან მოლაპარაკებაზე” – კუპრავა

პარლამენტის წინ მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით აქციის ორგანიზატორებს სრულად აქვთ გაზიარებული პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ.

„ზაზას და ზაზას გვერდში მდგომ ადამიანებს სრულად გვაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე. ამიტომ ამ პასუხისმგებლობის სრული გაზიარებით ჩვენ არასოდეს მივაყენებთ შეურაცხყოფას ქართველ ხალხს და არ შევალთ კულუარულ მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან.

მივმართავ პრემიერად წოდებულ, ჩამოშლილ კვირიკაშვილს, ნუ იყენებს პატრიარქის ავტორიტეტს ბოროტად. ჩვენ არცერთ ფორმატში არ დავჯდებით მასთან მოლაპარაკებაზე, გარდა ერთისა, პრემიერსა და ჩვენს შორის მომლაპარაკებელი იქნება მხოლოდ ხალხი. ასევე მივმართავთ გომელაურს, ნუ გვიგზავნის ღამღამობით მსტოვრებს, არავის არ ველაპარაკებით ჩვენ კუთხეებში. კერავენ აქ შვილმკვდარ მამას, ნაძირლები.“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 1, 2018 21:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics