მინისტრის მოადგილე: სწავლა არ უნდა იყოს ტანჯვის წლები

განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება,
რაც სახელმწიფოს 23 მილიონ ლარამდე დაუჯდება. სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უფასოდ დაურიგდება. რაც შეეხება წიგნის წონას, არსებულზე მსუბუქი იქნება.

“ეს არ უნდა იყოს ტანჯვის წლები. სახელმძღვანელოები იქნება მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ვერ ხსნი, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს. მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს, მათთვის ტანჯვა იყო და არა სიამოვნება”, – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე CT-PARK-ის წინააღდეგ სამართლებრივი ბრძოლის დასაწყებად ემზადება
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი