(video)მიხეილს სააკაშვილი: მე ხომ არაფერი მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს, არავის, არაფერს ვართმევდით

ბებიაჩემი მზია წერეთელი

-“მე ინტუიციურად არასოდეს არ შემშლია. 2012 წელს ჩვენ ყველა გამოკითხვით ვიგებდით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ წავაგებდით და ახლა რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ გამოკითხვები, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ”

-“საქართველო არის ჩემი არსებობის, ჩემი ყველაფრის ძირითადი ნაწილი. ეს ბუნებრივია. ყველაფერი რაც ჩვენ იქ შევქმენით, არის ის, რომ პატარა ბავშვი, საკუთარი შვილი გაზარდო და აქციო რაღაცად. შვილზე ვინ იტყვის უარს და საკუთარ დედაზე? საქართველო არის ჩვენი მშობელი.

– ადამიანები იცვლებიან და მეც დიდწილად შევიცვალე, მაგრამ მე ვარ ის რაც ვარ”

-“ესენი ისეთი კატასტროფაა, რომ იმის იქით აღარაფერი არსებობს, ისეთ სიბანძეში ამოყო თავი საქართველომ… ყველაზე სწორად თქვა კახა ბენდუქიძემ, ჩვენ გადავდგით გიგანტური ნაბიჯი დემოკრატიისკენ და აღმოვჩნდით იმ სუბსტანციაში, რომელსაც კახა ბენდუქიძეს კარგად გამოდიოდა მაგის გამოთქმა… რეალურად მართლა იქ აღმოვჩნდით…”

– “ყველაფერი გაჩერდა, ყველაფერი შეჩერდა… ძალიან გული მწყდება… ჩემს თანამდებობაზე კი არა, ჩემთვის თანამდებობა საერთოდ არაფერს ნიშნავს, იმაზე რასაც მე ვაკეთებდი..”

– “როცა ოლიგარქი აკონტროლებს ეკონომიკას, ყოველთვის ოლიგარქი ეუბნება, რომ ჩემი უნდა იყოსო წინ… ეს არის პრინციპი, ყველა ოლიგარქის. ასეა, სხვანაირად ეს ხომ ფულს არ გააკეთებდა.”..

-“მე ხომ არაფერი მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს, არავის, არაფერს ვართმევდით”.

-“ოლიგარქი, ყოველთვის ვიღაცას უჯდებოდა წილში, ის საქართველოს ხომ არ მართავს, ის საქართველოს ფლობს, მას საქართველო აქვს! მიაჩნია, რომ ეს არის მისი ნაწილი, როცა უნდა ხეს მოთხრის, გადადგამს, სახლის გარშემო ტერიტორიას გაიფართოებს. ამ სიატუაციაში ინვესტორი როგორ შემოვა… ზის იქ და…” – მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან ამონარიდები, რომელსაც “თაიმერი” სრულად გთავაზობთ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს სრული ვერსია, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გავიდა.

https://youtu.be/EoGdZOKUkdE

banner
წინა სტატიაშიალინა კაბაევა გათხოვდა?!
შემდეგი სტატია“თაიმერმა” მკითხველისთვის ათონის უახლესი ფოტოები შეაგროვა