მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სოცქსელებში ხელმომწერთა აუდიტორიის რაოდენობით მესამე ადგილზეა

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადაუკრაინულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ჟურნალმა “Новое время” დაითვალა სოციალურ ქსელებში ქვეყნის ცნობილ ადამიანთა აუდიტორია, კერძოდ “Facebook”-ზე და “Twitter”-ზე. ამით გამოცემას სურდა იმის დადგენა, თუ ვის აქვს დღეს უკრაინის საზოგადოებრივ აზრზე ყველაზე მეტი გავლენა.
პირველ ადგილზე გავიდა ცნობილი უკრაინელი მომღერალი, ჯგუფ “ოკეან ელზის” სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი. მას საერთო ჯამში 2,134 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. მეორე ადგილს იკავებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო – 1, 933 მილიონი ხელმომწერი. ხოლო მესამეს – საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “Рух новых сил”-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი – 1,213 მილიონი ხელმომწერი.
უკრაინის პოპულარული პერსონების ათეულში ასევე შევიდნენ დეპუტატი და ჟურნალისტი მუსტაფა ნაიემი, შს მინისტრი არსენ ავაკოვი, “სახალხო ფრონტის” ლიდერი და ყოფილი გენპროკურორი არსენ იაცენიუკი, ექიმი ევგენი კომაროვსკი, დეპუტატი დიმიტრი ტიმჩუკი, ყოფილი ბოქსიორი და კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, “რადიკალური პარტიის” ლიდერი ილეგ ლიაშკო.
მომღერალი სვიატოსლავ ვაკარჩუკი დღეს ყველაზე პოპულარული ადამიანია ქვეყანაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ მას “საპრეზიდენტო ამბიციებიც” გააჩნია. ვაკარჩუკი გამოირჩევა რუსეთის პოლიტიკის კრიტიკით და უკრაინის ევროპაში სრული ინტეგრაციის მომხრეა.

banner
წინა სტატიაშიმესხეთელი თურქების ბოლო ნაკადი, ნამდვილ სამშობლოში ჩავიდა
შემდეგი სტატიადღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვები დაიწყება