მესხეთელი თურქების ბოლო ნაკადი, ნამდვილ სამშობლოში ჩავიდა

,,მესხეთელი თურქების ბოლო ოჯახები ნამდვილ სამშობლოს შეუერთდნენ,, ასეთი სათაურით აქვეყნებს თურქული მედია ინფორმაციას, უკრაინაში ლტოლვილად მცხოვრები მესხეთელი თურქების შესახებ, რომლებიც წყაროს ცნობით, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ბრძანებითა და პრემიერ ბინალი ილდირიმის კოორდინაციით, უკრაინიდან თურქეთში, ნამდვილ სამშობლოში ჩამოასახლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ერზინჯანში მესხეთელი თურქების ჩასასახლებლად მუშაობა 2015 წლიდან დაიწყო და დასასრულს მიუახლოვდა. როგორც წყარო იუწყება, მხოლოდ ერზინჯანში ჩასახლებული ,,აჰისკა თურქების,, (ასე ეძახიან თურქეთში მესხეთელ თურქებს. რედ.) საერთო რაოდენობამ 2600 ადამიანს მიღწია.
აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 80 წლების ბოლოს, შუა აზიაში მცხოვრები მესხეთელი თურქები, რომლებიც იქ მესხეთიდან სტალინბის დროს გადაასახლეს, მათზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმებისა და დევნის შედეგად, გამოიქცნენ და რუსეთსა და უკრაინას შეაფარეს თავი.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ევროკავშირი და საეთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი ქვეყნისაგან, შუა აზიიდან დეპორტირებული მესხეთელი თურქების (მაშინ მათ რატომღაც ,,თურქ მესხებს,, უწოდებდნენ) ჩასახლებასა და მათთვის ცხოვრების სათანადო პირობების შექმნას მოითხოვდნენ, რასაც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა… სიმართლე რომ ითქვას, არც ჩვენი ხელისუფლებები იჩენდნენ მათი ჩამოსახლებისადმი დიდ ენთუზიაზმს. საბოლოო ჯამში კი, თავად დეპორტირებულმა მესხეთელმა თურქებმა, საკუთარ სამშობლოდ თურქეთი გამოაცხადეს და იქ ცხოვრების სურვილი გამოთქვეს, რაზეც თურქეთის ეკონომიკურმა ფაქტორმაც იქონია გავლენა. ბევრი მათგანი გაცილებით ადრე, თვითონ ჩავიდა თურქეთში საცხოვრებლად… დანარჩენები კი, ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, თურქეთის ხელისუფლებამ ჩაასახლა თავიანთ ისტორიულ სამშობლოში.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში უამინდობამ 16 ადამიანი იმსხვერპლა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი უკრაინის სოცქსელებში ხელმომწერთა აუდიტორიის რაოდენობით მესამე ადგილზეა