მიხეილ სააკაშვილი: “მივიღე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მე უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ვიმყოფები”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2017 21:07 განახლებულია

მიხეილ სააკაშვილი: “მივიღე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მე უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ვიმყოფები”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამა წლის 7 ნოემბერს მან უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურიდან მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად იგი უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება. დოკუმენტი მან გამოაქვეყნა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
“დღეს, როგორც იქნა, მიგრაციული სამსახურიდან მივიღე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მე უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ვიმყოფები. რა თქმა უნდა, ამით არ ვკმაყოფილდები და სასამართლოს მეშვეობით დაჟინებით მოვითხოვ მოქალაქეობის აღდგენას”, – წერს იგი.
შეგახსენებთ, ამა წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს. მოტივად დასახელდა ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელმა მოქალაქეობის მიღების პროცესში თითქოს დამალა საქართველოში მისი დაუსწრებლად დაპატრიმრების ფაქტი.
სექტემბერის თვეში უკრაინის პროკურატურამ დაიწყო სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხის შესწავლა ოფიციალური თბილისის მოთხოვნის შესაბამისად.
ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, თუმცა სახელმწიფო მიგრაციულმა სამსახურმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2017 21:07 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics