მიხეილ ჯანელიძე: აშშ-ის მოსახლეობამ არჩევანი ცვლილებების კუთხით გააკეთა

დონალდ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეხმაურება. მიხეილ ჯანელიძის თქმით , ამერიკელებმა ხმა ცვლილებებს მისცეს , ამავდროულად კი საქართველო კვლავ ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება და ამერიკასთან თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში უცვლელად გაგრძელდება.

„არჩევანი ამერიკის მოსახლეობამ გააკეთა ცვლილებების კუთხით და ცვლილებების მიზანია, რომ ამერიკა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი. საქართველო, როგორც ამერიკის ტრადიციული სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები და ამერიკული ინტერესები კიდევ უფრო გაძლიერდეს, გაღრმავდეს და ჩვენ შევძლოთ იმ პრინციპების შესაბამისად, რომლითაც ჩვენი ურთიერთობა 25 წლის განმავლობაში ვითარდებოდა, კიდევ უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ველოდებით, რომ გაჩნდება სივრცეები, სადაც ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ
შემდეგი სტატიასაქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით კოტ დ’ივუარის და განას მოქალაქეები დააკავეს