მესამე სექტორი თამაზ მეჭიაურს არმენოფობიური დამოკიდებულების გამოვლენაში ადანაშაულებს

news
: news იანვარი 23, 2016 15:09

მესამე სექტორი თამაზ მეჭიაურს არმენოფობიური დამოკიდებულების გამოვლენაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაციები თამაზ მეჭიაურს ძალადობრივ ქმედებებსა და დისკრიმინაციულ განცხადებებში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” წევრები სპეციალური განცხადებას ავრცელებენ.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ საქართველოს პარლამენტის წევრის ძალადობრივ ქმედებას და მის მიერ გამოვლენილ არმენოფობიურ დამოკიდებულებებს. თამაზ მეჭიაური თავის გამოსვლებსა და განცხადებებში გამოირჩევა დისკრიმინაციული, მათ შორის, ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით. ასევე მიუღებელია მისი დამოკიდებულება არასამათავრობო სექტორის მიმართ.

“ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამომჟღავნება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მიმართ. ამზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიც. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის გამომხატველი განცხადებები,“ – წერია განცხადებაში.

news
: news იანვარი 23, 2016 15:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics