” მე ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს უფრო მეტი სიყვარული ექნებათ ერთმანეთის მიმართ”

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

მე ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა არის ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრი ოპოზიციასთან შეთახმებას შესაძლებლად მიიჩევს.

“მე არა თუ აუცილებლად მივიჩნევ, მე ვნატობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. თუ ეს სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, ეს იქნება ის ქვეყანა, რომელშიც ყველას გაუხარდება ცხოვრება. მე არ ვარ იდეალისტი. გარკვეული იდეალიზმი, ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს რეალისტური და მიღწევადია. ეს განწყობა უპირველეს ყოვლისა, მთავრობიდან უნდა მოდიოდეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ. ჩვენ დავიწყეთ ამ კულტურის დამკვიდრება და ძალიან კარგი ნაბიჯებით მივდივართ წინ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურმა ძალამ ეს ახალი რეალობა ვერ აღიქვა და მათ ცოტა უხერხული სიტუაციაც კი შეექმნათ.

“ბევრი მათგანი აგრძელებს ისევ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას და კონფრონტაციულ რეჟიმში რჩებიან. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება, ალბათ, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ არანაირი რისკი იმას არ ემუქრება, რომ მთავრობის მხრიდან იქნება ძალიან თანმიმდევრული, ასეთი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რანაირადაც არ უნდა იქცეოდნენ ისინი. ჩვენ უნდა დავდგეთ ამ გრძნობებსა და ემოციებზე მაღლა, რადგან ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვავქს ამაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითათბირი ჩატარდა თეა წულუკიანთან – გოგი თოფაძე საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბურჯანაძე-კარასისნის შეხვედრა