მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით აზრზე არ ვარ, რა მოხდა და როგორ მოხდა, დაზარალებულს არ ვიცნობ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 15:54

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით აზრზე არ ვარ, რა მოხდა და როგორ მოხდა, დაზარალებულს არ ვიცნობ

მნიშვნელოვანი

  • მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით აზრზე არ ვარ, რა მოხდა და როგორ მოხდა. დაზარალებულს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ, როგორც მარნეულის მკვიდრს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა,„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აზერ სულეიმანოვმა რუსთავის პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

სხვა სტატიები

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით აზრზე არ ვარ, რა მოხდა და როგორ მოხდა. დაზარალებულს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ, როგორც მარნეულის მკვიდრს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა,„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აზერ სულეიმანოვმა რუსთავის პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„უსინდისობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ წევრს და აბრალებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამის ლოგიკა რაღაც ხო უნდა იყოს. აზრზე არ ვარ, რა მოხდა და როგორ მოხდა. დაზარალებულს არ ვიცნობ, როგორც მარნეულის მოქალაქეს – რა თქმა უნდა. მე ერთი რამ ვიცი, ის იყო რამდენიმე წელი ოცნების წევრი და ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს ყველა არჩევნებზე. ჩემთან რომ ცემა იყო, ეს არის უსინდისობა. ეს ბიჭი იყო ჩემთან ოფისში. ვუთხარი ამ დაზარალებულს, რატომ გააკეთე ჩვენი პარტიის სახელით ასეთი განცხადებები, შენ არ ხარ ჩვენი პარტიის წევრი. რა თქმა უნდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ბევრი ხალხი იყო ოფისში, ოფისი კი არადა ჩაიხანა ჰქვია, იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მარნეულის მკვიდრები. მერე წავიდა ის ბიჭი საუბრის შემდეგ, მერე რა მოხდა, როგორ მოხდა. გამოვრიცხავ ფიზიკურ შეურაცხყოფას, არ ვიცი, ვისთან ერთად გავიდა ოფისიდან“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქალაქ მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 15:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics