მანანა ნაჭყებია ხელისუფლებასა და ინტერპარტიულ ჯგუფს შორის შეთანხმებას არ გამორიცხავს

“ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ ინტერპარტიული ჯგუფის 4 შეთავაზებიდან, ხელისუფლებამ სამი მაინც დააკმაყოფილოს.

 

ნაჭყებიას განმარტებით, აღნიშნული 4 შეთავაზებული წინადადებიდან ყველაზე რთული გადასაწყვეტი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხია.
“ეს საკითხებია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, კერძოდ, ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს: გერმანული ვარიანტი, სამხარეო-პრპორციული სიები და ასევე, 100/ 50-ზე, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. თუ მოინდომებს ხელისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებებიც შესაძლოა, განხორციელდეს; ასევე წინადადებაა სარეკლამო დროსთან დაკავშირებით; წინადადება გვაქვს კვალიფიციურობის ბარიერის დაწევასთან დაკავშირებითაც; ასევე არის შეთავაზება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაფინანსება მიიღონ იმის მიხედვით, რა შედეგები დადეს ბოლო არჩევნებზე”, – განაცხადა ნაჭყებიამ “პირველ პრესკლუბში”.
banner
წინა სტატიაშიპრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან 20:30-ზე დაიწყება
შემდეგი სტატიალეონიდ ჩერნოვეცკის პარტიამ საპარლამენტო სიის პირველი ათეული შეარჩია