მანანა კობახიძე: უსუფაშვილი იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილი იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ მიღებაზე.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით უსუფაშვილს, მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს. მე მინდა ვთქვა, რომ ის იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, როგორც პოზიციიდან, ასევე ოპოზიციიდან. მე პირადად ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან, როგორც პოლიტიკოსისგან, როგორც ადამიანისგან. როგორც პირველი ვიცე-სპიკერი, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო იყო ეს 4 წელი, მასთან მუშაობის თვალსაზრისით“,- განაცხადა კობახიძემ და და დავით უსუფაშვილს წარმატება უსურვა.
პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ მიღებას ძველი და ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატია“პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა”