თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა თანამდებობები დატოვეს

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ განცხადება სამხედროებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

“ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის წინააღდეგ, ბოლო პერიოდში დაწყებული მიზანმიმართული კამპანიისა და ჩვენს წინააღდეგ მედიაში გაჟღერებული ბრალდებების გამო, ჩვენ დროებით ვტოვებთ დაკავებულ თანამდებობებს და მოვითხოვთ, დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებს. ეს ნათელს მოჰფენს ყველა იმ საკითხს, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჟღერებული. თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ თანამდებობებზე დაბრუნებას, რათა გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია. თუ დადგინდება, რომ ეს არის ჩვენს მიერ ჩადენილი გადაცდომა, მაშინ მზად ვართ პასუხი ვაგოთ კომისიის წინაშე”, – განაცხადა სერგო ნინუამ.

10213223-png

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დეკანოიძის განცხადება გადადგომაზე დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: უსუფაშვილი იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე