“მაესტრო 24”-ის მაუწყებლობის გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხმა, ვისაც არ უნდოდა “მაესტროდან” წავსულიყავი”

“მაესტრო 24”-ის მაუწყებლობის გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხმა, ვისაც არ უნდოდა “მაესტროდან” წავსულიყავი , – ამის შესახებ ჟუნალისტებს ტელეკომპანია “მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ის და “მაესტროს” სხვა თანამშრომლები “მაესტრო 24”-თან, ბაია გადაბაძემ განაცხადა: “ჯერ ვერ გეტყვით”.
მისივე თქმით, ჯერჯერობით მუშავდება სამოქმედო გეგმა.
“ზუსტად რომ გვეცოდინება რას მოვიმოქმედებთ, მედიას შევატყობინებთ”, – განაცხადა გადაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი – მთავარი მაფიოზა ბანკირი საქართველოში
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: თუ გადაწყვეტილებებს ხარვეზი არ ექნება, საჯარო რეესტრი ვალდებულია დაარეგისტრიროს