ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 30, 2018 10:31

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მახლობლად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს – თავი შეიკავონ დღეს, ლომისობის დღესასწაულზე ოკუპირებულ ტერიტორიასა და ე.წ საზღვართან ახლოს მდებარე ეკლესიებსა და სამლოცველოებში მისვლისგან.

უწყების ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მათი დაკავებას გეგმავენ.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 30, 2018 10:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics